14 სექტემბერი 2026 · 1 წუთი კითხვა
მინდობილობა უცხოეთიდან: სად, როგორ და რა ჯდება
თუ გინდა, რომ ვინმემ შენ ნაცვლად აიღოს დოკუმენტი ან ესაუბროს უწყებას, საჭიროა მინდობილობა. ორი გზაა.
გზა 1: საქართველოს საკონსულო
უმარტივესი. მიდიხარ საკონსულოში შენს ქვეყანაში, ადგილზე ფორმდება ქართულად, აპოსტილი არ სჭირდება.
გზა 2: ადგილობრივი ნოტარიუსი + აპოსტილი
თუ საკონსულო შორსაა: ფორმდები ადგილობრივ ნოტარიუსთან, აკეთებ აპოსტილს, მერე თარგმანს ქართულად.
რა უნდა ეწეროს
კონკრეტული უფლებამოსილებები — ბუნდოვანი „ყველა საკითხში“ მინდობილობა ხშირად უარყოფენ. ჩვენ გიგზავნით ტექსტის ნიმუშს.
რა არ უნდა ეწეროს
სახსრების დამოუკიდებელი განკარგვის უფლება, თუ ეს რეალურად არ გჭირდება.
GeoMigrants არ არის იურიდიული ფირმა — საბოლოო ტექსტი გადაამოწმე ნოტარიუსთან.