ყველა საქმე, რომელსაც შორიდან ვერ აგვარებთ
კატეგორიებად დაჯგუფებული სერვისები. თითოეული საქმე სრულდება ადგილზე და დასტურდება ფოტო ან ვიდეოანგარიშით.
უძრავი ქონება
თქვენი ბინა ან სახლი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის — თითქოს თავად შეიარეთ.
შედის პაკეტებში: საოჯახო, სრული · ერთჯერადი მომსახურება 70₾-დან
რა შედის პაკეტში
- ბინის ვიზუალური შემოწმება და ფოტო/ვიდეოანგარიში
- სხვადასხვა დაზიანებების, ტექნიკისა და რემონტის მდგომარეობის კონტროლი
- კომუნალური გადასახადების გადახდა და ქვითრების ატვირთვა
- გაქირავების პროცესში მონაწილეობა და გასაღების გადაცემა — ჩვენ კლიენტის პოვნაში არ ვეხმარებით, მხოლოდ ვმონაწილეობთ პროცესში და ვასრულებთ ხელშეკრულების გაფორმების ტექნიკურ ნაწილს
- საქართველოში უძრავ-მოძრავი ქონების შეძენაში დახმარება — ბინები, კომერციული ფართები, მიწის ნაკვეთები, ავტომობილები და სხვა
- მრიცხველების ჩვენებების აღრიცხვა
დოკუმენტები და უწყებები
ცნობების, ამონაწერებისა და საბანკო საქმეების მოგვარება, ამანათის გაგზავნა საზღვარგარეთ, თქვენი მონაწილეობის გარეშე.
შედის პაკეტებში: საოჯახო, სრული · ერთჯერადი მომსახურება 50₾-დან
რა შედის პაკეტში
- ცნობის ან ამონაწერის აღება იუსტიციის სახლიდან და საჯარო რეესტრიდან. ამანათის გაგზავნა საზღვარგარეთ.
- ბანკში ვიზიტი: ამონაწერის, ბარათის ან განაცხადის მიღება (მინდობილობით)
- დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება და სათარგმნად ჩაბარება,
- სახელმწიფო უწყებებში განცხადების შეტანა და პასუხის მიღება!
ავტომობილი
დგას თუ არა ავტომობილი უსაფრთხოდ და არის თუ არა მუშა მდგომარეობაში, შეიტყობთ ფოტო და ვიდეოანგარიშით.
შედის პაკეტებში: საოჯახო, სრული · ერთჯერადი მომსახურება 70₾-დან
რა შედის პაკეტში
- ავტომობილის ვიზუალური შემოწმება და ფოტო/ვიდეოანგარიში
- აკუმულატორის ან ავტომობილის დამუხტვა, საწვავის ჩასხმა, ძრავის ამუშავება და ავტომობილის გადაადგილება, ტექდათვალიერებაზე მიყვანა და პროცესის ზედამხედველობა,
- ჯარიმების შემოწმება და გადახდა!
უნივერსალური დავალება
თქვენი ოჯახი და ახლობლები საქართველოში — ჩვენ ვაგვარებთ მათ საქმეებს.
შედის პაკეტებში: სრული · ერთჯერადი მომსახურება 50₾-დან · ფასი ინდივიდუალურად შესათანხმებელია
რა შედის პაკეტში
- უნივერსალური დავალების შესრულება. მაგ: სარემონტო სამუშაოებზე ზედამხედველობა, დალაგების ან სხვა მიმდინარე პროცესის მონიტორინგი. საქართველოში ზუსტი იფორმაციის მოძიება გადამოწმება და ანალოგიურთან შედარება. მაგ ვალუტის კურსი, ოქროს ბირჟაზე არსებული ფასები, უძრავ-მოძრავი ქონების საბაზრო ფასი, ჩვენ დაგიდგენთ და მოგაწვდით გადამოწმებულ სანდო ინფორმაციას!
უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა
გსურთ ბინის, კომერციული ფართის, მიწის ნაკვეთის ან ავტომობილის შეძენა საქართველოში? ვეხმარებით ვარიანტის მოძიებაში, შემოწმებასა და გარიგების უსაფრთხოდ გაფორმებაში.
ქონების ღირებულების 2%-დან
რა შედის პაკეტში
- შესაფერისი ბინის, კომერციული ფართის, მიწის ნაკვეთის ან ავტომობილის მოძიება თქვენი მოთხოვნების მიხედვით
- ობიექტის დათვალიერება და იურიდიული სისუფთავის შემოწმება (საკუთრების დოკუმენტები, ტვირთები, ჯარიმები)
- ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობა და პროცესის თანხლება ბოლომდე
- გარიგების დადასტურება ფოტო ან ვიდეო მასალით
ვერ იპოვეთ სასურველი სერვისი სიაში?
მოგვწერეთ — თუ საქმე თბილისში კეთდება და კანონიერია, დიდი ალბათობით, დაგეხმარებით.